მედი-დენტ+

მთავარი 3D-ტური პერსონალი გალერეა კონტაქტი

მომსახურება

თერაპია
ორთოპედია
ორთოდონტია
იმპლანტაცია
პარადონტოლოგია
ქირურგია
ბავშვთა სტომატოლოგია
ესთეტიკური სტომატოლოგია
დაზღვევა

თერაპია

სტომატოლოგიურ დაავადებათა უმრავლესობას დღეს კონსერვატული ანუ თერაპიული მეთოდებით მკურნალობენ. ყველაზე ხშირად, პაციენტები თერაპევტ- სტომატოლოგს კბილის კარიესის მიზეზით მიმართავენ, რომელიც ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პათოლოგიაა მთელს მსოფლიოში, თუმცა კბილის მაგარ ქსოვილებზე, ხშირად, არაკარიესული დეფექტებიც ვითარდება, როგორიცაა სოლისებრი დეფექტი, ეროზია და სხვ. თერაპიული მკურნალობა ესაჭიროება კარიესის გართულებებსაც, როგორიცაა პულპიტი და პერიოდონტიტი. ენდოდონტიური მკურნალობა კბილის ფესვთა არხების მკურნალობას გულისხმობს.

კბილთა თერაპიული მკურნალობა თანამედროვე ტექნოლოგიებით და უახლესი მასალებით მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. ასეთ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება მკურნალობა სტომატოლოგიური მიკროსკოპით. მისი გამოყენება უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგის მიღწევას. მიკროსკოპი საშუალებას იძლევა სამუშაო ველის დეტალური და გადიდებული გამოსახულება მივიღოთ, ხოლო სამკურნალო მანიპულაცია უფრო მეტი სიზუსტით ჩავატაროთ. პაციენტისთვის კი, ეს საუკეთესო საშუალებაა, კარგად შეაფასოს მისი კბილების მდგომარეობა დიდ მონიტორზე.