მედი-დენტ+

მთავარი 3D-ტური პერსონალი გალერეა კონტაქტი

მომსახურება

უკან
ორთოპედიული სტომატოლოგია
მოუხსნელი პროტეზები:
ნაწილობრივ მოსახსენელი პროტეზები
დენტალურ იმპლანტებზე პროთეზირება

მოუხსნელი პროთეზები:

გამოყოფენ შემდეგი ტიპის მოუხსნელ პროთეზებს:
  • ჩანართები
  • ვინირები
  • ხელოვნური გვირგვინები
  • ხიდესებური პროთეზები

  • კარიესის დაბჟენისას მაღალი ესთეტიური შედეგის მისაღწევად გამოიყენება ორთოპედიული ჩანართი. კერამიკული ჩანართი მზადდება ციფრული მეთოდით. CAD/CAM აპარატის საშუალებით ხდება მისის მოდელირება და შემდგომ გამოჩარხვა. კერამიკული ჩანართი არ იცვლის ფერს და ცვეთამედეგია ბჟენთან შედარებით. ვინირები გამოიყენება კბილის ფერის, ფორმის და ესთეტიური მხარის გასაუნჯობესებლად. იგი მზადდება ფაიფურისაგან. მას გააჩნია მაღალი ესთეტიურობა და მიუხედავად იმისა, რომ ვინირი არის თხელი, კბილზე ადგეზიური ფიქსაცია უზრუნველყობს მის სიმყარეს. ვინირი კბილზე ვესტიბულურ ზედაპირზე ფიქსირდება, შესაბამისად კბილის ორალური ზედაპირი რჩება დაუმუშავებელი. ვინირის დაგეგმარებისას ვითვალისწინებთ სახის ფორმას . ამ პარამეტრების და პაციენტის მოთხოვნების გათვალისწინებით იქმნება დროებითი კონსტრუქცია. პაციენტის დადებითი შეფასების შემდეგ მზადდება მუდმივი სამუშაო. ვინირება სრულდება ციფრული ტექნოლოგიით.


    ხელოვნური გვირგვინები გამოიყენება კბილის ანატომიური მთლიანობის აღსადგენად. არსებობს პლასტმასის, მეტალოკერამიკული, ცირკონოკერამიკული, ჩამოსხმული ლითონის, ფაიფურის ხელოვნური გვირგვინები. ხელოვნური გვირგვინის დასამზადებლად კბილის ტაკვის ხუთივე ზედაპირი პრეპარირდება. ესთეტიურად გამართლებულია პირის ღრუში არსებული კბილების შესაფერისი ფერის ხელოვნური კბილების დამზადება. მაღალი ესთეტიურობით გამოირჩევა კერამიკული და ცირკონოკერამიკული ხელოვნური გვირგვინები. მათი დამზადება შესაძლებელია როგორც ციფრული ტექნოლოგიით ასევე ჩვეულებრივად სატექნიკო ლაბორატორაში.
    ხიდისებური პროთეზები გამოიყენება დანაკლისი კბილების და ღეწვითი ფუნქციის აღსადგენად. ხიდისებური პროთეზის ფიქსაცია ხდება საყრდენ კბილებზე ცემენტის საშუალებით. უმეტესად გამოიყენება მეტალოკერამიკული ან ცირკონოკერამიკული ხიდისებური პროტეზები. მეტალოკერამიკა წარმოადგენს უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებულ კარკასს მოპირკეთებულს ფაიფურით, ხოლო ცირკონოკერამიკის კარკასი მზადდება ცირკონის დიოქსიდისაგან. ხიდისებური პროთეზის საყრდენად ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს დენტალური იმპალნტები.