მედი-დენტ+

მთავარი 3D-ტური პერსონალი გალერეა კონტაქტი

მომსახურება

თერაპია
ორთოპედია
ორთოდონტია
იმპლანტაცია
პაროდონტოლოგია
ქირურგია
ბავშვთა სტომატოლოგია
ესთეტიკური სტომატოლოგია
დაზღვევა

ორთოდონტია

ორთოდონტია სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების და დეფორმაციების ეტიოლოგიას, პათოგენეზსს, დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას. სტატისტიკურად, დედამიწის მოსახლეობის 90%-ს აქვს მეტნაკლებად გამოხატული ყბა-კბილთა სისტემის ანომალია, აქედან მინიმუმ ნახევარი საჭიროებს ორთოდონტულ ჩარევას. ორთოდონტული მკურნალობა საჭიროა არა მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტის აღმოსაფხვრელად, არამედ არასწორი თანკბილვის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა კბილების ნაადრევი დაკარგვა, პათოლოგიური ცვეთა, საფეთქელ-ქვედა ყბის დისფუნქცია და პაროდონტოლოგიური პრობლემები. ზოგიერთი თანკბილვის ანომალიის მკურნალობა აუცილებელია დაიწყოს ბავშვთა ასაკში, ადრეულ ეტაპზე, რათა თავიდან ავიცილოთ ყბების არასწორი განვითარება. დაგვიანების შემთხვევაში, სათანადო შედეგის მიღება, შესაძლებელი შეიძლება გახდეს მხოლოდ ქირურგიული ჩარევის დახმარებით.